This page contains all information useful for all Georgians wishing to participate in Georgian elections regardless of their political preferences and taste. This page will be regularly updated based on user questions and additional information sources. If you’d like information and reminders delivered to your inbox, sign up here – https://mailchi.mp/60a616025714/elections-information-mailing-list
ამ გვერდზე თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია ყველა ქართველისთვის, ვისაც აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, პოლიტიკური გემოვნების და მიკუთვნებულობის მიუხედავად. გვერდი მუდმივად განახლდება მომხმარებლების შეკითხვების და დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე. თუ გსურთ არჩევნების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად მიიღოთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართზე, გამოიწერეთ საინფორმაციო ბიულეტენი https://mailchi.mp/60a616025714/elections-information-mailing-list
სახელმწიფო სერვისები
სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადებული მასალები
პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე/Answers to Frequently Asked Questions
1- როგორ მოვიქცე თუ მაქვს სურვილი აღვიდგინო საქართველოს მოქალაქეობა?
მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარადგინოთ პირადად, შესაბამის საკონსულოში ვიზიტის დანიშვნის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ამ ბმულს.
2- როგორ გავიარო რეგისტრაცია ამომრჩევლად?
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
ა) იმყოფებოდეთ/დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე; ან
ბ) 7 ოქტომბრის ჩათვლით გაიაროთ საარჩევნო რეგისტრაცია საარჩევნო უბანში მისვლით, რომელიც არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა იხსნება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.
გაითვალისწინეთ, საარჩევნო უბანში რეგისტრაციის გავლა არ იწვევს პირის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია:
- ვებ-გვერდის geoconsul.gov.ge საშუალებით,
- საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით ან
- საფოსტო გზავნილის მეშვეობით
საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის შესახებ ინფორმაცია შეგიძლია გადაამოწმოთ ვებ-გვერდის geoconsul.gov.ge-ს საშუალებით.
საარჩევნო მიზნებისთვის, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა.
3- როგორ დავრეგისტრირდე საარჩევნო კომისიის წევრად? (მალე განახლდება)
4- როგორ დავრეგისტრირდე დამკვირვებლად? (მალე განახლდება)
5- აუცილებელია პირადად მივიდე საკონსულოში ამომრჩევლად დასარეგისტრირებლად?
არა, არ არის აუცილებელი. Საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შეგიძლიათ ვებ-გვერდის geoconsul.gov.ge-ს საშუალებით.
6 – შესაძლებელია თუ არა ჩემი საკონსულო აღრიცხვის მისამართის ნაცვლად სხვა საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივცე ხმა?
ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოს იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, სადაც იმყოფებით საკონსულო აღრიცხვაზე და სადაც გახსნილია საარჩევნო უბანი.
7- ჩემთან ახლოს სად შემიძლია მივცე ხმა?
ვებ-გვერდის geoconsul.gov.ge–ს საშუალებით Გადაამოწმეთ თქვენი შტატი რომელ საარჩევნო ოლქს (San Francisco, New York, Washington DC) მიეკუთვნება და გაიარეთ საკონსულო აღრიცხვა. Ამის შემდეგ ხმის მიცემა შეგეძლებათ შესაბამის საკონსულო ოლქში (San Francisco, New York, Washington DC) გახსნილ საარჩევნო უბანში. დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნა შესაძლებელია სულ მცირე 50, საკონსულო აღრიცხვაზე უკვე მყოფი, ადამიანის მიერ ხელმოწერილი განაცხადის ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში წარდგენის შედეგად.
8- ჩემს შტატში არ არის უბანი. როგორ მოვიქცე?
Პირველ რიგში, დადექით საკონსულო აღრიცხვაზე ვებ-გვერდის geoconsul.gov.ge-ს საშუალებით, რათა არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლოთ. Ამის შემდეგ ხმის მიცემა შეგეძლებათ შესაბამის საკონსულო ოლქში (San Francisco, New York, Washington DC) გახსნილ საარჩევნო უბანში.
9- ამერიკის მოქალაქეობის მიღების შემდეგ არ გამიკეთებია განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. შემიძლია მივიღო მონაწილეობა არჩევნებში?
ამ შემთხვევაში, ჯერ განაცხადი უნდა გააკეთოთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე. მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარადგინოთ პირადად, შესაბამის საკონსულოში ვიზიტის დანიშვნის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციისთვის Გთხოვთ გაეცნოთ ამ ბმულს.
10- ამერიკაში არალეგალურად შემოვედი ან დავრჩი. შემიძლია არჩევნებში მონაწილეობა?
დიახ, არჩევნებში მონაწილეობა შეგიძლიათ. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში თუ დადგება საკონსულო აღრიცხვაზე ან გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას, მიუხედავად იმისა, კანონიერად (ლეგალურად) იმყოფება იგი საზღვარგარეთ თუ უკანონოდ (არალეგალურად).
არჩევნების დღეს ხმის მიცემა შესაძლებელია:
- საქართველოს მოქალაქის ვადიანი/მოქმედი პასპორტით, ან
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობით.
11- საიმიგრაციო პროცესს გავდივარ როგორც ლტოლვილი/დევნილი. შემიძლია არჩევნებში მონაწილეობა?
დიახ, არჩევნებში მონაწილეობა შეგიძლიათ. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში თუ დადგება საკონსულო აღრიცხვაზე ან გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას, მიუხედავად იმისა, კანონიერად (ლეგალურად) იმყოფება იგი საზღვარგარეთ თუ უკანონოდ (არალეგალურად). თუ ფიქრობთ, რომ თქვენს კონკრეტულ საქმეს შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნებში თქვენმა მონაწილეობამ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ადვოკატთან.