ამერიკის ქართული დიასპორა დაკვირვებით და აქტიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და გამოწვევებს. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის ქართულმა ასოციაციამ ჩაატარა დიასპორის მოთხოვნებისა და საჭიროებების ბლიც-გამოკითხვა. კითხვარის მიზანია თავი მოუყაროს იმ საჭირბოროტო კითხვებსა და საკითხებს, რომლებიც საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების ინტერესებს მოიცავს. ბლიც-გამოკითხვის შედეგების ანალიზი გაეგზავნა 2024 წლის არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიულ ბლოკს და მათ ექნებათ საშუალება ჩამოაყალიბონ პასუხები და სურვილისამებრ, პრობლემების გადაჭრის გზები და ვადები.
Georgian diaspora in the USA carefully and actively observes current events and challenges in Georgia. In advance of the 2024 October elections in Georgia, Georgian Association in the USA held a bliz-poll of Georgian diaspora needs and demands. The objective of the poll was to compile the issues and questions representing the interests of our compatriots. The results of this blitz-poll was sent to all party blocs participating in 2024 elections and they will have an opportunity to formulate results and if desired, offer pathways and a timeline for solving them.
სულ გაიგზავნა 4855 იმეილი და კითხვარი გავრცელდა აშშ-ში ემიგრანტების სოციალური მედიის ჯგუფებში ფეისბუქზე. ბლიც-გამოკითხვა სულ 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა და ის არ წარმოადგენს სტატისტიკურ კვლევას. კითხვარის შევსების ბოლო ვადა იყო 15 აგვისტო, თუმცა პასუხები შემოვიდა 18 აგვისტომდე. ამერიკის გარდა პასუხები გამოაგზავნეს იტალიიდან და კანადიდან. რამდენიმე რესპოდენტი იყო საქართველოდან. ეს პასუხები გამოაკლდა საერთო სიას და სულ დარჩა 127 ვალიდური პასუხი.
Overall 4855 emails were sent out and survey was circulated among the social media groups of Georgian immigrants through Facebook. The blitz-survey had a 5 day turnaround and is not meant to be viewed as a statistically representative study. The deadline for responses was August 15, although responses kept coming in until August 18. Besides the US, responses came in from Italy and Canada, as well as from Georgia. These responses were filtered out and 127 valid responses were summarized.
შტატების მიხედვით რესპოდენტების რაოდენობა ასე გადანაწილდა.
Unsurprisingly, New York had the most respondents, but Georgians chimed in from 20 states as mapped below.
კითხვარი მოიცავდა რამდენიმე საკვანძო საკითხს, რომლების შესახებაც ემიგრანტებს გამოვკითხეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ეს საკითხები.
The survey asked about some key issues, and requested for immigrants to rate how important each was for them. Overall, the priorities were identified as follows:
ზოგადად, პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები საკონსულო მომსახურების დისტანციური მომსახურება და მომსახურების გადახდის გზების დივერსიფიკაცია და დისტანციურად ხმის მიცემა და არჩევნებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა აღმოჩნდა. აქცენტი არჩევნებზე გასაკვირი არ არის წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით. თუმცა დისტანციური საკონსულო მომსახურება და გადახდის მექანიზმების მოქნილობა მნიშვნელოვანი საკითხებია არასაარჩევნო პერიოდშიც.
The most important issues were remote accessibility of consular services and diversification of payment methods, absentee and mail-in voting in elections, and opening of additional polling places. An emphasis on elections is not surprising considering the pre-election period, however, remote accessibility of consular services and flexibility of payment methods are important in non-election period as well.
- საკონსულო მომსახურების შესახებ კომენტარებიდან ჩანს, რომ მოქალაქეებს აქვთ სურვილი, მიაწოდონ საკონსულოებს სერვისის გაუმჯობესების გზები. მაგალითად, სატელეფონო მომსახურების გაუმჯობესება, კონსულებთან და ელჩთან უფრო სისტემატიური და მჭიდრო კონტაქტი, ინფორმაციის გაცვლა და უკუკავშირის გათვალისწინება.
Comments received regarding consular services shows that citizens desire to provide feedback to consulates regarding improvement of services. For example, improvement of telephone services, more systematic and close contact with the consular officers and the Ambassador, exchange of information and consideration of feedback.
- იურისტის უფასო მომსახურება ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხების შესახებ და დიასპორის მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტებში ჩართულობის პლატფორმა დაახლოებით ერთნაირად მნიშვნელოვნად შეფასდა, ხოლო კონსულების არჩევა ნაკლებად მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული. ეს იმითაც აიხსნება, რომ მოქალაქეები კონსულის საქმიანობას აცნობიერებენ, როგორც კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში მოქმედ როლს, ხოლო ელჩი ასრულებს წარმომადგენლობით საქმიანობას. ამ მხრივ, ემიგრანტები თვლიან, რომ კარგი იქნებოდა საქართველოს ელჩი დროდადრო შეხვედროდა ხოლმე ემიგრანტებს და ეპასუხა მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე. ასევე, გამოითქვა სურვილი, ემიგრანტებს ჰქონდეთ საშუალება საქართველოს პარლამენტის სხდომებს დაესწრონ ვირტუალურად.
Pro bono legal services to address legal issues covered by Georgian law and participation in current projects in Georgia were about equally important to respondents, while an option to elect consular officers was less important. This may be explained by the fact that citizens recognize, that consular services are regulated by the law and an administrative process, while the Ambassador serves a more representative function. In this regard, immigrants believe that it would be great for the Georgian Ambassador to the USA to have periodic meetings with immigrants and address the issues that are important to them. The respondents also expressed a desire to be able to virtually attend the Georgian Parliament sessions.
ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალური ინფორმაცია, იხილეთ მოცემულ ცხრილებში.
Details on each most important issue by rating is provided in charts below (in Georgian only).
ცხრილი 1. დოკუმენტების დისტანციური განახლება, გადახდის მეთოდები და სხვა საკონსულო მომსახურება
ცხრილი 2. არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა
ცხრილი 3. საკონსულოების მომსახურების გაუმჯობესება
ცხრილი 4. იურისტის კონსულტაცია
ცხრილი 5. კონსულების არჩევითობა
ცხრილი 6. პლატფორმა დიასპორის მონაწილეობისთვის