Elections Corner არჩევნების კუთხე

This page contains all information useful for all Georgians wishing to participate in Georgian elections regardless of their political preferences and taste. This page will be regularly updated based on user questions and additional information sources. If you’d like information and reminders delivered to your inbox, sign up here – https://mailchi.mp/60a616025714/elections-information-mailing-list

ამ გვერდზე თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია ყველა ქართველისთვის, ვისაც აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, პოლიტიკური გემოვნების და მიკუთვნებულობის მიუხედავად. გვერდი მუდმივად განახლდება მომხმარებლების შეკითხვების და დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე. თუ გსურთ არჩევნების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად მიიღოთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართზე, გამოიწერეთ საინფორმაციო ბიულეტენი https://mailchi.mp/60a616025714/elections-information-mailing-list

დარეგისტრირდით ამომრჩევლად? აქ მოცემულია ყველა საკონსულოს მისამართი – იმის მიხედვით, თუ რომელ შტატში ხართ აღრიცხვაზე.

დამატებითი კითხვებისთვის რეალურ დროში ასევე შეგიძლიათ შეუერთდეთ ფეისბუქ გვერდს – GeoVoteUSA https://www.facebook.com/share/g/busXrahgjRCJeZ1W/ სადაც ასევე შესაძლებელია ვაშინგტონში, სან ფრანცისკოში და ნიუ იორკში მგზავრობის მსურველებისთვის ტრანსპორტირების და მასპინძლობის საკითხებზე დახმარების მოძიება.

განახლებული პასუხები თქვენს კითხვებზე ცესკოსგან

  1. საზღვარგარეთ ხმის მიცემის დროს, ბიულეტენში ჩვენი არჩევანი უნდა შემოვხაზოთ თუ გავაფერადოთ?

საზღვარგარეთ ტრადიციული წესით ვაძლევთ ხმას. ხმის მიცემისას, ამომრჩეველი ბიულეტენში სასურველი კანდიდატის მხოლოდ რიგით ნომერს შემოხაზავს და ბიულეტენს დაკეცავს ისე, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა.

2. რა უნდა გააკეთონ იმ მოქალაქეებმა, ვინც საზღვარგარეთ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ თბილისში იქნებიან 26 ოქტომბერს? შეძლებენ თუ არა ხმის მიცემას საქართველოში პირდაპირ საარჩევნო უბანზე მისვლით, თუ წინასწარ რამე პროცედურაა გასავლელი უბანზე რეგისტრაციისთვის?

ასეთი მოქალაქეები დაუბრკოლებლად შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას და ისინი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უნდა გამოცხადნენ საარჩევნო უბანზე.  ამომრჩეველთა ერთიან სიაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ მითითებული ჩანაწერი „იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე“ არ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი ხმის მიცემის პროცესის განსახორციელებლად. 

3. შეძლებს თუ არა მოქალაქე, ვინც საქართველოს საზღვრებს 7 ოქტომბრის მერე დატოვებს, ხმის მიცემას, რადგანს აკონსულო აღრიცხვა ან უბანზე რეგისტრაცია დაგვიანებული იქნება?

ის ამომრჩევლები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს 7 ოქტომბრის შემდეგ დატოვებენ, ვერ შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას.

პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე/Answers to Frequently Asked Questions

1- როგორ მოვიქცე თუ მაქვს სურვილი აღვიდგინო საქართველოს მოქალაქეობა?

მოქალაქეობის აღდგენის  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარადგინოთ  პირადად, შესაბამის საკონსულოში ვიზიტის დანიშვნის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით  ამ ბმულს.

2- როგორ გავიარო რეგისტრაცია ამომრჩევლად?

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

ა) იმყოფებოდეთ/დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე; ან 

ბ) 7 ოქტომბრის ჩათვლით გაიაროთ საარჩევნო რეგისტრაცია საარჩევნო უბანში მისვლით, რომელიც არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა იხსნება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში

გაითვალისწინეთ, საარჩევნო უბანში რეგისტრაციის გავლა არ იწვევს პირის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია: 

  • ვებ-გვერდის geoconsul.gov.ge საშუალებით,
  • საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით ან
  • საფოსტო გზავნილის მეშვეობით

    საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის შესახებ ინფორმაცია შეგიძლია გადაამოწმოთ ვებ-გვერდის geoconsul.gov.ge-ს საშუალებით.

საარჩევნო მიზნებისთვის, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა.

3- როგორ დავრეგისტრირდე საარჩევნო კომისიის წევრად? (მალე განახლდება)

4- როგორ დავრეგისტრირდე დამკვირვებლად? (მალე განახლდება)

5- აუცილებელია პირადად მივიდე საკონსულოში ამომრჩევლად დასარეგისტრირებლად?

არა, არ არის აუცილებელი. Საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შეგიძლიათ ვებ-გვერდის geoconsul.gov.ge-ს საშუალებით.

6 შესაძლებელია თუ არა ჩემი საკონსულო აღრიცხვის მისამართის ნაცვლად სხვა საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივცე ხმა?

ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოს იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, სადაც იმყოფებით საკონსულო აღრიცხვაზე და სადაც გახსნილია საარჩევნო უბანი.

7- ჩემთან ახლოს სად შემიძლია მივცე ხმა?

ვებ-გვერდის geoconsul.gov.geს საშუალებით Გადაამოწმეთ თქვენი შტატი რომელ საარჩევნო ოლქს (San Francisco, New York, Washington DC) მიეკუთვნება და გაიარეთ საკონსულო აღრიცხვა. Ამის შემდეგ ხმის მიცემა შეგეძლებათ შესაბამის საკონსულო ოლქში (San Francisco, New York, Washington DC) გახსნილ საარჩევნო უბანში.   დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნა შესაძლებელია სულ მცირე 50, საკონსულო აღრიცხვაზე უკვე მყოფი, ადამიანის მიერ ხელმოწერილი განაცხადის ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში წარდგენის შედეგად.

8- ჩემს შტატში არ არის უბანი. როგორ მოვიქცე?

Პირველ რიგში, დადექით საკონსულო აღრიცხვაზე ვებ-გვერდის geoconsul.gov.ge-ს საშუალებით, რათა არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლოთ. Ამის შემდეგ ხმის მიცემა შეგეძლებათ შესაბამის საკონსულო ოლქში (San Francisco, New York, Washington DC) გახსნილ საარჩევნო უბანში.

9- ამერიკის მოქალაქეობის მიღების შემდეგ არ გამიკეთებია განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. შემიძლია მივიღო მონაწილეობა არჩევნებში?

ამ შემთხვევაში, ჯერ განაცხადი უნდა გააკეთოთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე. მოქალაქეობის აღდგენის  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარადგინოთ  პირადად, შესაბამის საკონსულოში ვიზიტის დანიშვნის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციისთვის Გთხოვთ გაეცნოთ ამ ბმულს.

10- ამერიკაში არალეგალურად შემოვედი ან დავრჩი. შემიძლია არჩევნებში მონაწილეობა?

დიახ, არჩევნებში მონაწილეობა შეგიძლიათ. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში თუ დადგება საკონსულო აღრიცხვაზე  ან გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას, მიუხედავად იმისა, კანონიერად (ლეგალურად) იმყოფება იგი საზღვარგარეთ თუ უკანონოდ (არალეგალურად).

არჩევნების დღეს ხმის მიცემა შესაძლებელია:

  • საქართველოს მოქალაქის ვადიანი/მოქმედი პასპორტით, ან
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობით. 

11- საიმიგრაციო პროცესს გავდივარ როგორც ლტოლვილი/დევნილი. შემიძლია არჩევნებში მონაწილეობა?

დიახ, არჩევნებში მონაწილეობა შეგიძლიათ. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში თუ დადგება საკონსულო აღრიცხვაზე  ან გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას, მიუხედავად იმისა, კანონიერად (ლეგალურად) იმყოფება იგი საზღვარგარეთ თუ უკანონოდ (არალეგალურად). თუ ფიქრობთ, რომ თქვენს კონკრეტულ საქმეს შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნებში თქვენმა მონაწილეობამ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ადვოკატთან.

  1. ცესკოს საიტი პერიოდულად არ არის ხელმისაწვდომი VPN-ის გარეშე. როგორ უნდა მოახერხონ ამომრჩევლებმა სიაში თავისი თავის გადამოწმება?

ამომრჩეველთა ერთიანი სიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე voters.cec.gov.ge წვდომა ნებადართულია როგორც ადგილობრივი, ისე უცხო ქვეყნის IP მისამართებიდან. შეფერხების ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 2 51 00 51 ან სოციალური ქსელების მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ვებ-გვერდებზე cesko.ge ან  voters.cec.gov.ge, ან ცესკოს ახალი მობილური  აპლიკაციის საშუალებით Voters Georgia – Cesko

12 – გთხოვთ მოგვაწოდოთ ის მასალები, რომლებიც შეეხება უცხოეთიდან ხმის მიცემას.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია:

14 – როგორ შეუძლიათ აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს გაიარონ სერტიფიცირება და გახდნენ საარჩევნო კომისიის უპარტიო წევრები?

საარჩევნო კომისიის წევრობა სერტიფიცირებას არ მოითხოვს, თუმცა საჭიროა კონკურსში მონაწილეობა.

კონკურსის ვადები და პროცესი:

  1. განაცხადები უნდა წარედგინოს 2024 წლის 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის 18:00 საათამდე.
  2. კანდიდატებმა უნდა წარადგინონ განაცხადი ცესკოში, სადაც მითითებული იქნება:
    • სახელი, გვარი;
    • საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, სადაც სურთ წევრობა;
    • საკონკურსო პოზიცია (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, წევრი);
    • საკონტაქტო ინფორმაცია.
  3. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს განმცხადებელი და მასში უნდა აღინიშნოს რომ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 24-ე მუხლის მე-6 და 61 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის/წევრის სერტიფიკატის ქონის ვალდებულებისა. 
  4. განცხადებას ასევე უნდა დაერთოს პირადობის მოწმობის ან პასპორტის ფოტოასლი და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ არსებობს).
  5. კონკურსის წარდგენის საშუალებები:
    • განაცხადები შეიძლება წარედგინოს ცესკოში ფიზიკურად ან სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით (Konkursi.cec.gov.ge).
  6. კომისიის წევრების შერჩევის ბოლო ვადა: ცესკო წევრებს აირჩევს 2024 წლის 6 ოქტომბრამდე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:

https://cesko.ge/ge/kanonmdebloba/tseskos-samartlebrivi-aqtebi/gankargulebebi/singleview/11033694-gankarguleba-792024-27082024

15 – რა პროცედურები და ვადები არსებობს საზღვარგარეთ არჩევნებზე დამკვირვებლად დასარეგისტრირებლად?

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის, ორგანიზაციამ უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. იხილეთ დეტალური ინფორმაცია აქ:

https://cesko.ge/ge/chartuli-mkhareebi/arasamtavrobo-organizatsiebi/adgilobrivi-damkvirvebeli-organizatsiis-registratsiis-tsesebi-da-uflebebi

საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას არეგისტრირებს ცესკო. ამისთვის, საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა და წარადგინოს შესაბამისი დოკუემენტაცია. იხილეთ დეტალური ინფორმაცია აქ:

https://cesko.ge/ge/chartuli-mkhareebi/saertashoriso-organizatsiebi/saertashoriso-organizaciebi

16 – თუ ადამიანი დარეგისტრირდა საკონსულო აღრიცხვაზე 6 ოქტომბერს, მოხვდება თუ არა ის საარჩევნო სიაში, რადგან ოფიციალურად საელჩოებს და საკონსულოებს ოფიციალურად 5 სამუშაო დღე აქვთ რეგისტრაციის განსახილველად?

ამ საკითხთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას ადგილობრივი საქართველოს საელჩო ან საკონსულო მოგაწვდით. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მნიშვნელოვანია შემდეგი წესების დაცვა:

  • თქვენ უნდა იყოთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საკონსულო აღრიცხვა უფასოა.
  • თუ არ ხართ საკონსულო აღრიცხვაზე, 2024 წლის 26 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია იმ უბანზე ფიზიკური მისვლით, სადაც ხმას აძლევთ.
  • 8 ოქტომბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცემა ამომრჩეველთა სია, რომელშიც შესასვლელად, საჭიროა 7 ოქტომბრამდე იყოთ რეგისტრირებული საკონსულო აღრიცხვაზე.
  • არჩევნების დღეს თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. 

17 – ნიშნავს თუ არა საკონსულო აღრიცხვა, რომ ცესკოს საარჩევნო სიაში მოქალაქე საქართველოს უბანზე აღარ დაფიქსირდება?

ამომრჩეველთა ერთიანი სია მუდმივი სიაა და ამომრჩეველი ამ სიაში მაინც დაფიქსირდება. იმ ამომრჩევლების გვერდით, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან, ამომრჩეველთა ერთიან სიაში დამატებით მიეთითება  „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ამომრჩეველი საზღვარგარეთაა, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მის გვერდით მიეთითება „იმყოფება უცხოეთში“.

18 – რა ვქნათ იმ შემთხვევაში, როცა ცესკოს საიტზე ჩვენი მონაცემები არ მოიძებნება, ან საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა არ არის მითითებული? როგორ უნდა გავასწოროთ მონაცემები?

იმ შემთხვევაში, თუ:

  • თუ ერთიან სიაში არ იძებნებით, მიმართეთ იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს).
  • თუ “საკონსულო აღრიცხვაზეა” არ არის მითითებული, მიმართეთ შესაბამის საელჩოს ან საკონსულოს, სადაც დგახართ აღრიცხვაზე. 
  • თუ ხართ საზღვარგარეთ მცხოვრები ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომლის რეგისტრაციის მისამართი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, მაშინ ამომრჩეველთა ერთიან სიაში თქვენ დარეგისტრირდებით ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ თქვენი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ იძებნება, უნდა მიმართოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.